„რესტორანი ისტორია“ არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: 1000₾-1500₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;
სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენთან დაგხვდებათ:
ღიმილიანი გუნდი,
მზარდი ანაზრაურება,
შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).