პრემიუმ +

ბუღალტრის თანაშემწე

04 თებერვალი - 09 თებერვალი
დეტალები
მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 17:00
გამოცდილება
1-2 წელი

ვაკანსიის აღწერა

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

„აბანოთუბანი ჯგუფში“ ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-17:00
ანაზღაურება: 1500₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამა ორისში (ORIS) მუშაობა
  • საწყობების აღრიცხვა
  • პროდუქციის თვითღირებულებების აღწერები
  • სააღრიცხვო ჟურნალის კონტროლი 
  • რეცეფციონისტების კონტროლი
  • სხვა ბუღალტრული ოპერაციები დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებით.
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (ORIS)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა
  • სასურველია სარესტორნო სფეროს სპეციფიკის ცოდნა.
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ჩვენთან დაგხვდებათ: 

  • ღიმილიანი გუნდი, 
  • მზარდი ანაზრაურება,
  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი)  თვის განმავლობაში.  

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com,   რეზიუმეს გამოგზავნისას „თანახმა ვარ“. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
04 თებერვალი - 09 თებერვალი