პრემიუმ +

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

04 თებერვალი - 09 თებერვალი
დეტალები
მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000-1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.


„აბანოთუბანი ჯგუფში“ ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ანაზღაურება: 1000-1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) 

 

ფუნქცია-მოვალეობები:


  •  მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
  •  ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა;
  •  კომპანიის პროდუქტის შეთავაზება;
  •  მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:


  •  აუცილებელია ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება


ჩვენთან დაგხვდებათ:


  • ღიმილიანი გუნდი,
  • მზარდი ანაზრაურება,
  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)


ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი)  თვის განმავლობაში.  

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com,   რეზიუმეს გამოგზავნისას „თანახმა ვარ“. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

 

მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
04 თებერვალი - 09 თებერვალი