შპს "ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარიჯანის 8ა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკაში პაციენტების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
- პაციენტის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- პაციენტი სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა;
- მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;
- კლინიკაში არსებულ აქციებზე/სერვისებზე პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
უნარები/პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!