პრემიუმი

საწყობში პროდუქციის შემგროვებელი

03 თებერვალი - 05 მარტი
დეტალები
მისამართი
ჭირნახულის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "DG ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში პროდუქციის შემგროვებლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი. კვირაში 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1500 ლარი
მდებარეობა: ლილო. 


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ონლაინ შემოსული შეკვეთების სწორად შეგროვება;
  • შეგროვებული პროდუქციის შეფუთვა;
  • ონლაინ შეკვეთების დოკუმენტაციის მოწესრიგება (საჭიროების შემთხვევაში);
  • მომარაგების მანქანების დატვირთვის დროს აღნიშნული პროდუქციის მითვლა;
  • საწყობში შემოსული პროდუქციის დახარისხებისა და ინდუსტრიულ თაროებზე სწორად განთავსება;
  • საწყობში არსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა;
მოთხოვნები:

  • საწყობში მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
158 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი, საქართველო
03 თებერვალი - 05 მარტი