პოზიციის დასახელება: მთავარი MEP ინჟინერი (Head / Lead
MEP Engineer)
კომპანია:
შპს „ანაქსი“
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ხოშარაულის ქ. 27ა
დასაქმების
ტიპი: სრული განაკვეთი
კომპანია
„ანაქსი“ უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე
შესრულებას.
მთავარი
MEP ინჟინრის მოვალეობები:
- საინჟინრო სისტემების პროექტირების პროცესის ხელმძღვანელობა
- სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა,
მათი გათვალისწინება და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შესათანხმებლად
საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
- HVAC, ელექტრო, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების
ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება
- პროექტების კოორდინაცია არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან და სხვა
საინჟინრო დისციპლინებთან
- მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების, სტანდარტებისა და
რეგულაციების დაცვაზე ზედამხედველობა
- ინჟინერთა გუნდის მართვა, დავალებების განაწილება და ტექნიკური
კონტროლი
- პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის (ნახაზები, სპეციფიკაციები, BOQ)
შემოწმება და დამტკიცება
- სამშენებლო ზედამხედველობა — პროექტის შესაბამისობის კონტროლი
ადგილზე
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაწყვეტების
შეთავაზება
- დამკვეთთან ტექნიკური საკითხების განხილვა და საკონსულტაციო
მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP ინჟინერიაში
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- AutoCAD და Archicad-ის ცოდნა
- Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ანაზღაურება: 3 000 ლარი (განისაზღვრება
კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად)
დაინტერესების
შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
აღნიშნულ
ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „ანაქსმა“
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია
(რეზიუმე) დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები
გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ
გადაეცემა მესამე პირს.
კომპანია „ანაქსი“ გისურვებთ წარმატებებს!