სტანდარტული

აუდიტორი

10 მარტი - 15 მარტი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • აუდიტორის ფუნქცია მოვალეობები ცვალებადია და განისაზღვრება შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში დამტკიცებული, პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით
  • აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება
  • კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემების ტესტირება, მათი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება კომპანიის წინაშე არსებულ რისკებთან მიმართებაში; სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე;
  • განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების წარმოება და ა.შ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით.
  • სასურველია შიდა ან გარე აუდიტორად/ ან ბუღალტერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება,
  • სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
  • მაიკროსოფტის საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა(B 1) სასურველია;
  • კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 04.03.2026 წელი.


ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 597002987


აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/2xxPxZ14g6


შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

სოციალური ქსელები
10 მარტი - 15 მარტი