სტანდარტული

ნაწილების მენეჯერი

16 მარტი - 18 მარტი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა


კორეული საავტომობილო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში “კია საქართველო”, ეძებს გუნდის ახალ წევრს,  ნაწილების მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;

                            

მისამართი – ქ. თბილისი  აღმაშენებლის ხეივანი #84


ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:


  • ხელშეკრულებების მართვა, მონიტორინგი. ხელშეკრულებების გაწერილი პარამეტრების კონტროლი (ღირებულება, ვადები, გადახდის პირობების და სხვ.)
  • ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, ანალიზი, საჭირო ქმედებების დაგეგმვა;
  • მწარმოებლის ავტორიზებულ კატალოგებთან და სახელმძღვანელოებთან მუშაობა;
  • დადგენილი (ხელშეკრულებით, სტანდარტით და ..) დოკუმენტაციის შედგენა - ხარჯთაღრიცხვა, ინვოისი, მიღება-ჩაბარება, მოთხოვნა-გაწერა, ანგარიშ-ფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია და ..
  • სათადარიგო ნაწილების შეკვეთა და შეკვეთის სრული პროცესის მართვა (დოკუმენტაცია, თრექინგი და სხვ.)
  • ნაწილების მარაგების კონტროლი ოპტიმალური რაოდენობის შენარჩუნების მიზნით;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სათადარიგო ნაწილების ალტერნატიული ბაზრების მოძიება, კვლევა, შეფასება;
  • ფასთა პოლიტიკის განსაზღვრა (პრაის ლისტი/ხელშეკრულების დანართი) - საცალო და კორპორატიული ფასების განსაზღვრა, სხვადასხვა მომწოდებლებისგან მიღებული იდენტური საქონლისთვის ფასების დადგენა, მარჟა, ფასდაკლება და ა.შ.
  • პრობლემურ საკითხებზე შესაბამისი რაეგირება, გადაჭრის გზების მოძიება, მწარმოებელთან კომუნიკაცია პრობლემის იდენტიფიკაციისა და გადაჭრის გზების საპოვნელად;
  • ახალი მომხმარებლებისა და მომწოდებლების მოზიდვის მიზნით ბაზრის კვლევა, შეთავაზებების მომზადება და გაზიარება, კონკურენთებთან ურთიერთშედარება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • სხვადასხვა აქციებისა და აქტივობების ინიცირება , დაგეგმვა და აღსრულება;
  • სერვისის განვითარებაზე ზრუნვა, რეკომენდაციების შემუშავება, ინიციატივის გამოჩენა;
  • წინასწარ დაგეგმილი რეპორტების წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელებთან;

პოზიციის მოთხოვნები:


  • ავტოინდუსტრიაში/ ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება სათადარიგო ნაწილების მართვასა და ინვენტარიზაციაში;
  • ERP პროგრამების ცოდნა;
  • ავტომობილების ნაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომობილების ტექნიკური ცოდნა და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა 

კომპეტენციები და უნარები:


  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები;;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • ანალიტიკური უნარები;
  • დაგეგმვისა და აღსრულების უნარები;
  • ორგანიზაციული უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.


განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 16.03.2026 წ.


„კია საქართველო“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"კია საქართველო" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



16 მარტი - 18 მარტი