საოპერაციო ადმინისტრირებისა და დოკუმენტბრუნვის მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
1. სახელშეკრულებო და იურიდიული ადმინისტრირება:
- ხელშეკრულებების სრული ციკლის მართვა: ფიზიკური და ელექტრონული არქივის მოწესრიგება, რეესტრის წარმოება და კონტროლი.
- ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის (დანართები, მიღება-ჩაბარების აქტები, დამატებითი შეთანხმებები) სისტემატიზაცია და ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა.
- ვადების მკაცრი მონიტორინგი: ხელშეკრულებების გახანგრძლივების, ცვლილებების ან შეწყვეტის პროცესის პრაქტიკული მართვა.
- დოკუმენტაციის შაბლონების სტანდარტიზაცია და ერთიანი კორპორატიული სტილის დანერგვა.
2. საოპერაციო და ობიექტების მხარდაჭერა:
- თითოეული დაცვის ობიექტისთვის სრულყოფილი დოკუმენტური პაკეტის შექმნა (პოსტის ინსტრუქციები, სქემები, წვდომის წესები, ჩეკ-ლისტები) და მათი მუდმივი განახლება.
- ობიექტის გახსნა/დახურვისა და ცვლილებების ისტორიის დოკუმენტირება.
- დამკვეთებთან ოფიციალური კომუნიკაციის (წერილები, მოთხოვნები, ოქმები) აღრიცხვა და არქივირება.
- ოპერაციულ დეპარტამენტთან კოორდინაცია, რათა დოკუმენტაცია ზუსტად ასახავდეს ობიექტზე არსებულ რეალობას.
3. ხარისხის კონტროლი და რეპორტინგი:
- შიდა რეგლამენტების, ინსტრუქციებისა და ბრძანებების ვერსიების მართვა და მათი გავრცელების კონტროლი.
- შიდა შემოწმებების შედეგების დოკუმენტირება (აქტები, ფოტო-მტკიცებულებები) და დარღვევების რეესტრის წარმოება.
- ხარვეზების გამოსწორების ვადებისა და შედეგების კონტროლი.
- პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის რისკებისა და სისტემური ხარვეზების შესახებ.
4. ადმინისტრაციული მხარდაჭერა:
- სამუშაო შეხვედრებისა და სხდომების ოქმების წარმოება, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი.
- სხვადასხვა დეპარტამენტებიდან (HR, ფინანსები, ტექნიკური) ინფორმაციის კონსოლიდაცია და შეჯამებული ანგარიშების მომზადება დირექტორისთვის.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით).
- ინგლისური ენის ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (სასურველია საოპერაციო ან იურიდიულ სფეროში).
- დოკუმენტბრუნვისა და საარქივო საქმის პრინციპების ცოდნა.
- MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ფლობა.
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,გამოაგზავნოთ თქვენი CV.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენ მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.
გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.