სტანდარტული

ცენტრალური მონიტორინგის პულტის ოპერატორი

23 თებერვალი - 25 მარტი
დეტალები
მისამართი
შავიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

დაცვის კომპანია ,,მაგისტრი აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური მონიტორინგის პულტის ოპერატორი ვაკანსიაზე 


სამუშაო ადგილი: დაცვის კომპანია მაგისტრის ცენტრალური ოფისი (ვაჟა-ფშაველას გამზ)


მოვალეობა:


  • უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი (სახანძრო და დაცვის სიგნალიზაცია, ვიდეო მეთვალყურეობა, მონიტორინგი);
  • განგაშის სიგნალზე და საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება. 
  • კომუნიკაცია ოპერატიული რეაგირების ჯგუფებთან, სამართალდამცავ და საგანგებო სამსახურებთან
  • დასაცავ ობიექტებზე არსებული ვითარების მეთვალყურეობა და ზომების მიღება ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით
  • მორიგეობის ჟურნალის წარმოება და ინფორმირება

მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების და დეტალებისადმი ყურადღების უნარი;
  • კორპორატიული ეთიკის დაცვა, პასუხისმგებლობა და დისციპლინა

პირობები:


  • ოფიციალური დასაქმება;
  • სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა, ყოველ მესამე დღეს ( 6 საათში ერთხელ შესვენება). 
  • ტრენინგი და პროფესიული განვითარება კომპანიის დაფინანსებით.
  • სტაბილური შრომის ანაზღაურება (ხელზე ასაღები 1000-დან 1500 ლ-მდე, (დანამატი უცხო ენაზე, საოფისე პროგრამების ცოდნაზე, კვალიფიციური მომხმარებლის დონეზე ხელოვნური ინტელექტის შესწავლის მსურველი და სხვა)).
  • ყოველწლიური ფასიანი შვებულება შრომის კოდექსის შესაბამისად;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • დამატებით, შეთავსებითი სამუშაოს ანაზღაურება;

თუ მზად ხართ, იმუშაოთ პროფესიონალთა გუნდში და უზრუნველვყოთ ჩვენი კლიენტების უსაფრთხოება, გამოაგზავნოთ თქვენი CV.


თქვენ მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.


გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

მისამართი
შავიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
23 თებერვალი - 25 მარტი