უსაფრთხოების კომპანია G4S აცხადებს ვაკანსიას – ტექნიკური სამსახურის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური ინჟინრებისა და ტექნიკოსების სამუშაო პროცესის მართვა და კონტროლი;
- სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
- ობიექტების ტექნიკური ინსპექტირება და ხარისხის კონტროლი;
- პროექტების განხორციელების ვადებისა და ტექნიკური სტანდარტების კონტროლი;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება;
- მარაგებისა და ტექნიკური რესურსების კონტროლი;
- კლიენტებთან ტექნიკური კომუნიკაცია და პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა;
- სხვა მენეჯერული და ტექნიკური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- უსაფრთხოების სისტემების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია);
- CCTV, სიგნალიზაციის, დაშვების კონტროლისა და სახანძრო სისტემების სიღრმისეული ცოდნა;
- გუნდის მართვისა და პროექტების კოორდინაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზაციული უნარები;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულო)
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სახელფასო განაკვეთი: შეთანხმებით
(კანდიდატის სამუშაო და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე განიხილება მაღალი სახელფასო განაკვეთიც)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე (აუცილებლად ფოტო სურათით, სხვა შემთხვევაში არ განიხილება)
დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ ინფორმაცია.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 აპრილი, 2026
გასაუბრებების პროცესი დაიწყება 6 აპრილი, 2026