უსაფრთხოების კომპანია G4S აცხადებს ვაკანსიას – ტექნიკური სამსახურის ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დაშვების კონტროლი, სახანძრო სიგნალიზაცია) მონტაჟი და კონფიგურაცია;
- სისტემების პროგრამირება და ტექნიკური გამართვა;
- ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
- ობიექტების ტექნიკური დათვალიერება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- კლიენტისთვის სისტემის ჩაბარება და ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- კომპანიის შიდა ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- სხვა ტექნიკური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ტექნიკური სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან საშუალო სპეციალური ტექნიკური განათლება (სასურველია ელექტროინჟინერიის, IT ან ტელეკომუნიკაციის მიმართულებით);
- უსაფრთხოების სისტემების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- CCTV, სიგნალიზაციისა და დაშვების კონტროლის სისტემების ცოდნა;
- ქსელური საბაზისო ცოდნა (IP მისამართები, Router, PoE);
- ტექნიკური სქემების წაკითხვის უნარი;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულო);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სახელფასო განაკვეთი: შეთანხმებით
(კანდიდატის სამუშაო და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე განიხილება მაღალი სახელფასო განაკვეთიც)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე (აუცილებლად ფოტო სურათით, სხვა შემთხვევაში არ განიხილება)
დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ ინფორმაცია.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 აპრილი, 2026
გასაუბრებების პროცესი დაიწყება 6 აპრილი, 2026