Premium

დემი შეფი

07 April - 12 April
Details
Address
ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
1400 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
Less than a year
Department
Operations

Vacancy description

2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი BRØD გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, Wilbour Holding ახორციელებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), შექმნა კონცეპტუალური მაღაზია Ø Store Store და სხვა.


რესტორანი BRØD-ის სამზარეულოში ვეძებთ ახალ წევრებს, დემი შეფის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ანაზღაურება: თვიური საშუალო 1400 ლარი, გამოცდილების შესაბამისად

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელის/შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადებაში, რეცეპტებისა და ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • ამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
  • მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის, საჭიროებისამებრ
  • სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება
  • ამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება
  • სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება
  • ეფექტური თანამშრომლობა სასტუმროს/რესტორნის გუნდთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:


  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები

უპირატესობად ჩაითვლება მსგავსი სამუშაო გამოცდილება

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე .


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Location
ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
07 April - 12 April