Premium

შეფ დე პარტი

07 April - 12 April
Details
Address
ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
1800 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
1-2 years
Department
Operations

Vacancy description

2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი BRØD გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, Wilbour Holding ახორციელებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), შექმნა კონცეპტუალური მაღაზია Ø Store Store და სხვა.


რესტორანი BRØD-ის სამზარეულოში ვეძებთ ახალ წევრებს, შეფ დე პარტის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ანაზღაურება: თვიური საშუალო 1800 ლარი, გამოცდილების შესაბამისად

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება, რეცეპტებისა და ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • სამზარეულოს საოპერაციო პროცეუდრებისა და წესების შესაბამისად მუშაობა, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების), ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების გათვალისწინება
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი
  • ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი სამზარეულოს ტერიტორიაზე, სამუშაო სივრცეების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება, HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
  • კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი, შეფ-მზარეულის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან
  • სამზარეულოს სრული ინვენტარის/მოწყობილობების ეფექტური ზედამხედველობა
  • დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა დამიზან-პლასისკონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა
  • საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად
  • სამზარეულოს დასუფთავების პროცესებში ჩართულობა, საჭიროებისამებრ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:


  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე .


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Location
ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
07 April - 12 April