Premium

სერვისის ოპერატორი

13 April - 15 April
Details
Address
ფარსადანის ქუჩა, თბილისი
Salary
1800 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

 

კომპანია „ბეკო  საქართველოს ბაზარზე 26 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98-სავაჭრო წერტილს აერთიანებს  .
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე,  

ინოვაციური ტექნიკა,  პროდუქციის ფართო ასორტიმენტი  და  სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ!

 

კომპანია ,, ბეკო ,, აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე:  სერვისის ოპერატორი 

 

ადგილმდებარეობა : . თბილისი, ფარსადანის 5; 

სამუშაო საათები : ორშაბათი - აპრასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი 10:00-15:30 სთ ;    

ანაზღაურება : 1800  ლარი ;  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :


  • უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით
  • მინიმუმ 2 წლიანი  სამუშაო გამოცდილება  საყოფაცხოვრებო ტექნიკის  სერვისცენტრში აღნიშნულ პოზიციაზე
  • ინგლისური  და რუსული ენის  B2 დონეზე ფლობა , თურქული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე  ჩაითვლება პრიორიტეტად; 
  • 1C ERP მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Power Point, Excel, Internet, Ms.Office) ცოდნა
  • მართვის მოწმობა B კატეგორია  ( სავალდებულოა) 

ძირითადი მოვალეობები :

 

  • სერვისში შემომავალი ზარების პასუხი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
  • მომხმარებლების მომსახურეობასთან დაკავშირებული  ქვითრების პროგრამაში  გახსნა;
  • გაუქმებული და სახელოსნოში მყოფი ქვითრების პერიოდული შემოწმება, რაოდენობრივი ანალიზი და  უშუალო ხელმძრვანელის სისტემატიური  ინფორმირება;
  • ტექნიკური პერსონალისთვის მომსახურეობის  ქვითრების გადაცემა და შესაბამისი სათადარიგო ნაწილების პროგრამულად გაწერა ;
  • სათადარიგო ნაწილების მომხმარებლებზე რეალიზაცია;
  • სერვისის მენეჯერისთვის დეტალური რეპორტის მიწოდება მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურეობების შესახებ  წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში;

 დამატებითი უნარები :

 

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 შერჩეული კანდიდატები გაივლიან  ინდივიდუალურ გასაუბრებას .


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 

 

გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი  ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვაწაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების გამოხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge .

ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე

Location
ფარსადანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
13 April - 15 April