Standard

ბარის და სტუმრის მიმღები

13 April - 18 April
Details
Address
41 პეკინის გამზირი, თბილისი
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ვინ ვართ ჩვენ?


სასტუმრო ეპიზოდი შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას.  სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს , ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.


სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას  ბარის და სტუმრის მიმღების პოზიციაზე.


სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)

ბენეფიტები: კვება / დაზღვევა / ფასდაკლება სასტუმროს სერვისებზე

  

ფუნქციები და მოვალეობები:


  •   სასტუმროში სტუმრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში დახმარება;
  •   სტუმრების შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
  •   სასტუმროს სამართავ პროგრამებში მუშაობა;
  •   რესტორანში, ბარსა და ღონისძიებებზე სტუმრების მაგიდებთან მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


  •  ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;
  •  თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
  •  ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.


გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.


გისურვებთ წარმატებას!

 

Category
Horeca
Tourism
Location
41 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
13 April - 18 April