Standard

ქსელის კონტროლის სპეციალისტი

31 March - 24 April
Details
Address
ქსანის ქუჩა, თბილისი
Salary
1300 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
09:00 - 18:00

Vacancy description

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1300₾

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელში პროცესების შესწავლა, კონტროლი და ანალიზი;
  • ქსელის პერსონალის მომსახურების ხარისხის შემოწმება;
  • პროდუქციის პლანოგრამით წარმოჩენის შემოწმება;
  • რეპორტების მომზადება;
  • მივლინებები საქართველოს მასშტაბით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • Microsoft Excel-ის ცოდნა;
  • აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (სამსახურისთვის საჭირო საწვავი და ცვეთის ხარჯი ანაზღაურდება)
დამატებითი უნარები:

  • მიზანდასახული;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი
ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლში" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
31 March - 24 April