Standard

შოურუმის კონსულტანტი

26 March - 25 April
Details
Address
ნოდარ ბოხუას ქუჩა, თბილისი
Salary
1500 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
09:30 - 18:30

Vacancy description

OfficeMart უკვე 13 წელია ემსახურება საშუალო და მსხვილ ბიზნესებს და ქმნის გამორჩეულ გამოცდილებას კორპორატიული ვაჭრობის სფეროში.

ეს ვაკანსია თქვენთვისაა, თუ ეძებთ გარემოს, სადაც შეძლებთ პირადი უნარების განვითარებას, დაფასდება თქვენი შრომა, საქმის სიყვარული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოგეცემათ პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა.

ამჟამად, დიღომში მდებარე ჩვენი საოფისე ნივთების შოურუმისთვის ვეძებთ შოურუმის კონსულტანტს, რომელიც იზრუნებს მომხმარებლის მაღალ დონეზე მომსახურებაზე, სასიამოვნო გარემოს შექმნასა და შოურუმის მოწესრიგებულ მუშაობაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბოხუას ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:30 – 18:30 (შაბათ-კვირის გარდა)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერულად განვითარების შესაძლებლობას
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას
  • კომპანიის პროდუქციაზე სპეციალურ ფასდაკლებას
ძირითადი მოვალეობები:

  • შოურუმის სტუმრების პროფესიონალური და მეგობრული მომსახურება
  • მომხმარებლისთვის სასიამოვნო და გამორჩეული გამოცდილების შექმნა
  • პროდუქციის სწორად წარმოდგენა და ვიზუალური წესრიგის დაცვა
  • სალარო ოპერაციების სწორად და პასუხისმგებლობით შესრულება
  • კომპანიის სტანდარტებისა და შიდა წესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება
  • სასიამოვნო კომუნიკაციის და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა
  • მერჩენდაიზინგის უნარი — პროდუქციის სწორად და ეფექტურად განლაგება

თუ გსურთ გახდეთ ახალგაზრდათანამედროვე და დინამიური გუნდის წევრი, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლის გამოცდილებას, ხარისხსა და განვითარებას და სადაც შეძლებთ სწავლასა და პროფესიულ ზრდას, ველით თქვენს რეზიუმეს.
Location
ბარამიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
26 March - 25 April