Premium +

ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი)

06 April - 10 April
Details
Address
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
Salary
1000-1500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.


„აბანოთუბანი ჯგუფში“ ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ადმინისტრატორის (რეცეფციის თანამშრომელი) პოზიციაზე:


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე

ანაზღაურება: 1000₾-1500₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)


ფუნქცია-მოვალეობები:


  • სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;

  • სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;

  • სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;

  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

  • Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენთან დაგხვდებათ: 


  • ღიმილიანი გუნდი, 

  • მზარდი ანაზრაურება,

  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა

  • ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).


ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი)  თვის განმავლობაში.  

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com,   რეზიუმეს გამოგზავნისას „თანახმა ვარ“. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

Location
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
06 April - 10 April