გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ.
დამსაქმებელი კომპანიები: შპს კავკასიის ეკოსისტემა (ძირითადი დამსაქმებელი) - www.cesystem.ge ჰოლდინგი კომპანია: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი - www.invserv.ge
ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- ანაზღაურება/პირობები: რეზიუმეს, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტითა და დაზღვევის პროგრამით.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N71.
გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა
აღწერილობა/პასუხისმგებლობები:
- მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ზეპირი და წერილობითი ურთიერთობა;
- მარაგებისა მართვა;
- სატრანსპორტო, ლოჯისტიკური საკითხების წარმართვა; იმპორტისა და ლოგისტიკის წარმართვა;
- საოფისე და საველე საკითხების უზრუნველყოფა;
- მომწოდებლების/პროდუქტების შერჩევა, პირობების მოლაპარაკება, თვითღირებულებების კონტროლი;
- მომწოდებლებთან სადისტრიბუციო პირობების მოლაპარაკება;
- პროდუქტების ტექნიკური სპეციფიკაციების დადარება/ანალიზი;
- ადმინისტრაციული საქმის წარმოება
- ხარჯებსა და გასავლებზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაზიარება ბუღალტერიასთან;
- გაყიდვების მხარდაჭერა;
- პირველადი და მკაცრი აღრიცხვის საბუთების მოგროვება და კონტროლი;
- სხვა ზოგად-ადმინისტრაციული საკითხების წარმართვა;
- კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მოვლა-პატრონობა;
- იმპორტისა და განბაჟების კოტროლი;
- მონაცემების, კატეგორიებისა და რაოდენობების ექსელში ანალიზი და კონტროლი;
- ნიშური და სპეციფიკური პროდუქტების ტექნიკური და კომერციული დოკუმენტაციის დონეზე გამოკვლევა, გამოძიება, ანალიზი და შედარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რელევანტური უმაღლესი განათლება;
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- MS Office - ის პროგრამების: Word, Excel, PowerPoint,Outlook -ის სათანადო ცოდნა;
- სასურველია მინიმალური (დამწყები) გამოცდილება რელევანტურ სფეროშიინგლისური ენის ცოდნა იმ დონეზე, რომ შეძლოს ზეპირი და წერილობითი კორესპოდენცია, B1/B2 დონეზე
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურებრივად წარმოშობილ კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდიანრე ამოცანებს;
- კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
- საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდა უნდოდეს რომ მოისმინოს, გაუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
- მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე.