საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე, თბილისში, სათავო ოფისში:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების შესაძლებლობა
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
მის: თბილისი. აღმაშენებლის გამზ. 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
საქმიანობის აღწერა:
- ამოცანის მართვა: ამოცანის მიღება, მისი მიზნის და მოთხოვნების საფუძვლიანი გააზრება, დამუშავება და ამოცანის შესასრულებლად შესაბამისი გეგმის შემუშავება;
- მონაცემების მოგროვება: საჭირო მონაცემების მოგროვება, ფორმირება და ანალიზისთვის მომზადება;
- მონაცემების ანალიზი და მოდელირება: SQL, MS Excel, Power BI, Python და სხვა საჭირო აპლიკაციების მეშვეობით მონაცემების ანალიზი და მოდელირება;
- მონაცემების ვიზუალიზაცია და ანგარიშგება: დამუშავებული მონაცემების ვიზუალიზაცია და პრეზენტაცია, საკითხის დეტალური ანალიზი და
- ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- 1-2 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
- მაღალგანვითარებული ლოგიკური და ანალიტიკური უნარები;
- MS Office / Excel - ის მაღალი დონის ცოდნა;
- Microsoft Power BI-სა და SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე აქცენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარები.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტს ტექნიკური უნარების განსასაზღვრად.
,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!