Premium

მძღოლი

06 April - 06 May
Details
Address
108 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს „თერმოინდუსტრია“ — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. 


სამუშაო პირობები:


სამუშაო გრაფიკი:
სრული, კვირაში 40 საათი; დასვენება კვირა დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით + ბონუსი;
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 108;

ბენეფიტი: კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • პროდუქციის შიდა გადაადგილების უზრუნველყოფა, ასევე სხვადასხვა რეგიონებში გადაზიდვები საჭიროებიდან გამომდინარე;
  • დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის უსაფრთხოდ მიწოდება მისამართებზე;
  • ქალაქის ქუჩებში უსაფრთხო და წესების დაცვით გადაადგილება;
  • კომპანიის ავტომობილის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • მწყობრიდან გამოსული დეტალების შეძენა და მანქანის შეკეთების პროცესის მენეჯმენტი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი  გამოცდილება;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა B და C კატეგორიები;


პიროვენული უნარ-ჩვევები:


  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • ოპერატიული;

როგორ შეიტანოთ განაცხადი:


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე .


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026  წლის 4 მაისი;


შპს „თერმოინდუსტრია“   მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა,  მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com


გისურვებთ წარმატებას!


შპს „თერმოინდუსტრია“

Location
108 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი 0159, საქართველო
06 April - 06 May