„ორკინი საქართველო“ (www.orkin.ge) გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო მომსახურების ინდუსტრიაში გაყიდვების სპეციალისტი/კონსულტანტის პოზიციაზე — შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.
აღნიშნული პოზიცია არ არის მხოლოდ გაყიდვების როლი დამკვეთებთან მუდმივ კომუნიკაციას, მათ საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციას ჰიგიენა-სანიტარიის საკითხებზე, გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარებას და მომსახურების პროცესის პერიოდულ გადამოწმებას.
„ორკინი საქართველო“ (www.orkin.ge) (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).
ანაზღაურება და სხვა დეტალები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი, სტანდარტული გრაფიკი
- ანაზღაურება/პირობები: ფიქსირებული ანაზღაურება
- გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებით
- საოფისე/ სამუშაო მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71
- სამუშაო მოითხოვს ქალაქის მასშტაბით მოძრაობას/გადაადგილებას**
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- პროსპექტინგის წარმოება, პოტენციური კლიენტების მოძიება, იდენტიფიცირება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება
- პოტენციურ დამკვეთებთან კონტაქტზე გასვლა და შეხვედრების გაკეთება (სასურველია დღეში 2 შეხვედრა)
- გაყიდვებისთვის ბაზის (დამკვეთების, მისამართების, კონტაქტების) და განრიგის პერიოდული წარმოება და განახლება (თვე, კვირა, დღე);
- ყოველდღიურად პოტენციურ დამკვეთებთან დაკავშირების მცდელობები (შეხვედრა, ელ-ფოსტა, სატელეფონო ზარი).
- შეთავაზებების მომზადება, მონიტორინგი, მიყოლა (follow up), შეხსენება, პასუხების მიღება და პროცესის დასრულებამდე მიყვანა.
- პოტენციური კლიენტის შესაბამისი ობიექტების შესწავლა, დათვალიერება, დოკუმენტირება, განფასება, შეთავაზების მომზადება, კონტრაქტის მომზადება და ხელმოწერამდე მიყვანა.
- კლიენტთან ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია და კორესპონდენცია
- დამკვეთებისთვის დოკუმენტების მომზადება
- საჭირო სტატისტიკის და ტრენდების წარმოება და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელთან და გენერალურ მენეჯერთან განხილვა
- ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება და დამუშავება;
- დებიტორულ დავალიანებებზე თვეში ერთხელ მუშაობა.
- არსებული დამკვეთების/მომხმარებლის პერიოდული შეხვედრა, ადგილზე წარმოებული მომსახურების მოკითხვა/გადამოწმების მიზნით.
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, საწყისი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ან დამკვეთთან/მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში
- აუცილებელია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სათანადო უნარი
- სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულს დასჭირდება ავტომობილი. განიხილება შემდეგი ალტერნატივები:
1. საკუთარი ავტომობილის გამოყენება — დამსაქმებელი ანაზღაურებს შესაბამისი საწვავის ხარჯს და ცვეთა/ ექსპლუატაციის შესაბამის ნორმატივს
2. კომპანიის ავტომობილით სარგებლობა — სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გარკვეული და სათანადო გამოცდილება. კომპანიის ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სამსახურეობრივი დანიშნულების მარშუტებსა და მიმართულებებზე.
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს;
- კანდიდატი სასურველია, იმედითა და ინტერესით უყურებდეს ცხოვრებას, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა.
- საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და შეეძლოს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ინიციატივა, გააჩნდეს დროის განცდის უნარი და ჰქონდეს სურვილი, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში და ამოცანები შეასრულოს დადგენილ ვადებში.
- მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული. არ დაიზაროს დეტალებში ჩაძიება და რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV .
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.