კომპანია “ფოტოცენტრი” აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
ფოტოცენტრი წარმატებული ქართული კომპანიაა, 25 წლიანი მუშაობის გამოცდილებით, რომელიც უახლესს ტექნოლოგიებზე დაფუძნებით მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ბეჭდვას, ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებასა და მრავალფეროვან და უნიკალურ სასაჩუქრე პროდუქციას.
კომპანია წარმოდგენილია 3 ფილიალით, 1 ჩარჩოების და დეკორის შოურუმით და ონლაინ მაღაზიით:
https://new.photocenter.ge/ მარტივი, შემოქმედებითი და სასიამოვნო - ყველა ჩვენი პროდუქტი დამზადებულია ამ სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge_2/
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური ქსელების: Facebook და Instagram მონიტორინგი - მომხმარებლებთან ეფექტური წერილობითი კომუნიკაცია: კომენტარებსა და პირად შეტყობინებებში
- ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი ნახევარ განაკვეთზე: 10:00-14:30-მდე. ზარებიდან შეკვეთების აღება, მონიტორინგი.
- ჩატებიდან შეკვეთების აღება/გაფორმება და მონიტორინგი
- კომპანიის ვებსაიტზე არსებული პროდუქტების ასორტიმენტისა,შეთავაზებებისა და ფასების სრულფასოვანი ცოდნა.
- პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია (საკურიერო კომპანიები)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, გრამატიკულად სწორად მეტყველების და წერის უნარი.
- მალთითასქინგის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციების სრულყოფილი ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სტაჟირება: 2 კვირა (არაანაზღაურებადი)
- სამუშაო დრო: ორშ.-პარ. 10:00 – 19:00.
- ანაზღაურება: 1300 ლ (ხელზე ასაღები)
- ფოტოცენტრის სრულ პროდუქციაზე თანამშრომლები სარგებლობენ -30% ფასდაკლებით.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7, ფოტოცენტრის სათავო ოფისი.
გისურვებთ წარმატებას!