ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას გამყვანი
ტურიზმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სავალდებულო მოთხოვნები:
- მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირება / მარკეტინგი) განხრით
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა; წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft: Word; Excel; PowerPoint; Outlook)
უპირატესობად ჩაითვლება:
- დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა
- სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია
- კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება
- ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ. პროდუქტების რეზერვაცია / რეალიზაცია
- ტურისტული პაკეტეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია
- პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება
- არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება
- კომპანიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა / მოლაპარაკების წარმოება
- ინვოისების მომზადება და რეპორტინგი
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
- პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
- შრომისუნარიანობა/სისხარტე
კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:
- სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს
- ფიქსირებულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა
- კვებას დღეში ერთხელ
- ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად.
შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.