სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე.
(პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის - ელექტროობა)
მისამართი: ქედა, ა. წერეთლის ქ. N4
განცხადების პერიოდი: 20.05.2026 - 20.06.2026
თანამდებობრივი სარგო: 1 საკონტაქტო საათის ანაზღაურება - 25 ლარი
ფუნქციები: პროფესიული სტუდენტის სწავლება და შეფასება.
განათლება: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
პროფესიული განათლების მასწავლებლად შესაძლებელია დაინიშნოს პირი რომელსაც აქვს შესაბამისი პროგრამით/მოდულ (ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება ან/და შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, სულ მცირე 3 წელი, ბოლო 5 წლის განმავლობაში. (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, სწავლებასა და შეფასებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).
დამატებითი ინფორმაცია: ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.
კონკურსის ეტაპები:
1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!