სტანდარტული

კონსულტანტი

27 მაისი - 26 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
800-1200 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"შავი ბუ" წლებია მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში დამზადებულ ხელნაკეთ აქსესუარებს. პროდუქციის შესაქმნელად კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ მასალებს, რის მეშვეობითაც იქმნება უნიკალური ნივთები.

ბრენდის უკეთესად გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს ან დაათვალიეროთ Facebook და Instagram გვერდები:

Website: https://www.ajhandmade.ge
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=61552552861190&mibextid=ZbWKwL
Instagram: https://www.instagram.com/shavibu_blackowl?igsh=MTVyb2thZ25qcGhweg==

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისში.

სამუშაო განრიგი: ნახევარი ან სრული განაკვეთი.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი 800-1200 ლარი.
ბონუსი - მაღაზიის გეგმის შესრულების შემთხვევაში
დამატებითი ბონუსი კატეგორიების გეგმების შესრულების შემთხვევაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი".

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
ფუნქციები და მოვალეობები:

  • მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
  • პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • მომხმარებლისათვის მიმდინარე აქციების შეთავაზება;
  • პროდუქციის გაყიდვა;
  • გაყიდული პროდუქციის სისტემაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით.

გისურვებთ წარმატებას!
27 მაისი - 26 ივნისი