“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას
საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:- სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასის მომსახურებას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:- ანაზღაურება: 1500 ლარი;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, (კვირაში 5 დღე 09:00-18:00 ან 12:00-21:00);
- სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 140;
მოთხოვნები:- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
მოვალეობები:- კერამიკის ღუმელში ჩალაგება და გადმოლაგება;
- მზა პროდუქციის შეფუთვა და დასტიკერება;
- ხარისხის კონტროლი;
გისურვებთ წარმატებას!