ქალაქის ცენტრში მდებარე პატარა 12 ნომრიანი სასტუმრო "LeCaucase" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ქ.თბილისი . ალექსანდრე დიუმას 23 . ( ძველი თბილისი )
აუცილებელი მოთხოვნები ადმინისტრატორის პოზიციაზე:- ენები: ქართული/ინგლისური( სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- სამუშაო გამოცდილება იგივე სფეროში;
- გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
- ენერგიული, პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
- სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;
მოვალეობები:
- სტუმრების მიღება,განთავსება და გაცილება;
- სტუმრის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
- შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა;
სამუშაო განრიგი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი ( ღამის საათაბში დასვენების შესაძლებლობით ) თვეში 10 სამუშაო დღე.
1 მორიგეობა 100 ლარი, ხელფასი თვის ბოლოს 1000 ლარი
გისურვებთ წარმატებას!