პრემიუმი

ადმინისტრატორი

27 მაისი - 26 ივნისი
დეტალები
მისამართი
ყაზბეგი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

DNT Group სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი მენეჯმენტ-კომპანიაა, რომლის მთავარი მისია სასტუმროების პოტენციალის მაქსიმიზაციაა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი სტანდარტების საფუძველზე, კომპანია წარმატებით მართავს სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებს საქართველოს მასშტაბით.

DNT Group აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ყაზბეგში, კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სასტუმროში.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და კომუნიკაბელური ადამიანი, გსურს დინამიკურ გარემოში მუშაობა და პროფესიული განვითარება — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და ინფორმაციის მიწოდება;
  • ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის წარმოება;
  • დოკუმენტაციისა და საოპერაციო ინფორმაციის მოწესრიგება;
  • სტუმრების მოთხოვნებისა და მიმდინარე საკითხების ეფექტურად მართვა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ გუნდს;
  • განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სამუშაო ადგილზე კვებით უზრუნველყოფას.
ლოკაცია: თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქუჩა #22

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
27 მაისი - 26 ივნისი