სტანდარტული

ფინანსური ანალიტიკოსი

27 მაისი - 26 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
2500-3000 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ლოგისტიკური და საკურიერო კომპანია "Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე; 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი

მოვალეობები:

  • ფინანსური მდგომარეობის მუდმივი ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მომზადება;
  • ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი;
  • ფინანსური პროგნოზების, ფულადი სახსრების (Cash Flow) პროგნოზისა და სხვადასხვა სცენარების მომზადება;
  • მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგის წარმოება, შექმნა;
  • ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება;
  • საბიუჯეტო და სტრატეგიული ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია, ვიზუალური ფინანსური dashboard-ების;
  • ძირითადი ფინანსური KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური რეკომენდაციების მომზადება;
  • სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის/დამუშავების ტექნიკების გამოყენება შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის;
  • ახალი ინიციატივების, პროექტებისა და ინვესტიციების ფინანსური შეფასება;
  • კომპანიის ბიზნეს განვითარების პროცესში მონაწილეობა;
  • მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმის წარდგენა;
  • ფინანსური პროცესების მართვის კუთხით პირადი ხედვის და ინიციატივების შეთავაზება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება
კვალიფიკაცია:

  • უმაღლეს განათლებას ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან თანმდევი დარგის მიმართულებით;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
  • მინიმუმ 2-წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე;
  • სასურველია ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა და გუნდური მუშაობა
ჩვენ ასევე გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitapass-ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV.
27 მაისი - 26 ივნისი