სტანდარტული

სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერი

28 მაისი - 27 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 /
დასვენების დღე : შაბათ - კვირა ( თვეში ორი შაბათი )

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა
  • მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.

მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებაზე. წარუდგენს გეგმას სავაჭრო ობიექტის ყველა თანამშრომელს და ორგანიზებას უკეთებს მათ შრომას დასახული გეგმის შესრულების მიზნით.
  • პასუხისმგებელია სუპერმარკეტში არსებულ ფულად-სასაქონლო და სხვა ფასეულობებზე.
  • ვალდებულია დაიცვას სასაქონლო დანაკარგებისა და ჩამოწერის ნორმები.
  • პასუხისმგებელია დოკუმენტაციისა და ანგარიშების სწორ წარმოებაზე.
  • აკონტროლებს ობიექტზე არსებული ტექნიკის გამართულობას, უწყვეტი სამუშაო პროცესისათვის საჭირო სასაქონლო ნაშთებს.
  • ვალდებულია სუპერმარკეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს შესაბამის სამსახურს.
  • ასრულებს უშუალო უფროსის მიერ მიცემულ სხვადასხვა დავალებებს.
  • ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

გისურვებთ წარმატებას!
28 მაისი - 27 ივნისი