სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის დარბაზის მენეჯერის/ ადმინისტრატორის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ანაზღაურება: 1500 - 1800 + ბონუსები
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 ან 13:00 - 22:00
დასვენების დღე : კვირაში 1 დღე
მოვალეობები:
- უზრუნველყოს სავაჭრო დარბაზის შეუფერხებელი მუშაობა
- ყურადღებას აქცევს და აკონტროლებს მომსახურე პერსონალის მხრიდან მომხმარებელთა მომსახურების დადგენილი სტანდარტების დაცვას;
- აკონტროლებს საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანას, დარბაზში შესული პროდუქციის რაოდენობის სისწორეს, ვადებს
- განიხილავს და ისმენს უკმაყოფილო მომხმარებელთა პრეტენზიებს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს აღნიშნულ პრეტენზიათა აღმოფხვრისათვის;
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა
- მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
- შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
გისურვებთ წარმატებას!