სტანდარტული

აღმზრდელ-პედაგოგი

28 მაისი - 27 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია "შავნაბადა" აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე  (სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში) 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

აღმზრდელ-პედაგოგის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბავშვო ბაღში არსებულ სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმის შემუშავება აღმზრდელის ასისტენტისა და სხვა საგანმანათლებლო პერსონალის მონაწილეობით და მისი განხორციელება სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით;
  • სასწავლო მასალებისა და მეთოდების ანალიზი/ადაპტირება ჯგუფის ინტერესებისა და სწავლების მეთოდის შესაბამისად;
  • თითოეულ ბავშვზე დაკვირვება და მათი სოციალური კომპეტენციების გაუმჯობესებასა და თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
  • ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე ზრუნვა;
  • თითოეული ბავშვის შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დახმარება;
  • კვების, ძილისა და სხვა აქტივობების პროცესის ორგანიზება, ბავშვთა უსაფრთხოებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება, მონაცემთა შეგროვების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება და მათი დოკუმენტირება თითოეული ბავშვის საჭიროებების, ინტერესებისა და პროგრესის შეფასების მიზნით;
  • ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესის ინდივიდუალიზაციის, თითოეული ბავშვის პროგრესისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის უზრუნველსაყოფად;
  • პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, თემსა და თანამშრომლებთან;
  • გარემოში წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • ბაღის შიდაგანაწესის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) — პედაგოგიკის მიმართულებით;
  • აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის გამოცდილება;
  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის ცოდნა;
  • საქართველოში მოქმედი აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის ცოდნა;
  • ბავშვის უფლებათა კოდექსის ცოდნა.
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა" (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@shavnabada.edu.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
28 მაისი - 27 ივნისი