სტანდარტული

ოჯახის ექიმის ჯგუფის უფროსი

29 მაისი - 28 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1500-3000 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

კლინიკა "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. #33 ბ.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შაბათი/კვირა დასვენება

სავალდებულო მოთხოვნები:


  • უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი "საოჯახო მედიცინა";
  • სამედიცინო დაწესებულებაში ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციებზე სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოჯახის ექიმების ხარისხიანი ზედამხედველობა;
  • სამედიცინო პროცესების მართვა და სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა;
  • ოჯახის ექიმების მიერ სახელმწიფო და ქსელის შიდა გაიდლაინების, პროტოკოლების, პროცედურების შესაბამისად სამედიცინო სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • კლინიკაში ყოველდღიური შემოწმების უზრუნველყოფა და პრობლემების ანალიზი;
  • სამედიცინო დოკუმენტაციისა წარმოების ხარისხის მართვა;
  • მიმაგრებული პაციენტების მართვა ამბულატორიულად და ბინის პირობებში;
  • პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
  • საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა;
  • პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეტანა;
  • კომპანიის შიდა პროგრამაში პაციენტების შესახებ ინფორმაციის ასახვა;
  • საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა;
  • საჭიროების შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
  • პაციენტების ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გულისხმიერება;
  • თავაზიანობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერული უნარი;
  • კონფიდენციალურობა.
ენები:

  • ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
  • ინგლისური - საკომუნიკაციო დონე;
  • რუსული - საკომუნიკაციო დონე.
ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ანაზღაურება: შეთანხმებით, შედეგზე ორიენტირებული (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე), ხელზე ასაღები 1500 ლარიდან 3000 ლარამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად

გისურვებთ წარმატებებს!
29 მაისი - 28 ივნისი