სტანდარტული

ტექნიკოსი

29 მაისი - 28 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "Manamo Home", რომელიც წარმოადგენს "VESTEL"-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის პარტნიორ ბრენდს, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
  • თანამშრომლის სპეციალური ფასდაკლება VESTEL-ის და MANAMO HOME-ის პროდუქციაზე;
  • სამუშაო ინსტრუმენტებს: კომპანიის ავტომანქანას და საწვავით უზრუნველყოფას;
სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. №126 (სერვის-ცენტრი);
ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით ობიექტებზე გადაადგილება;
  • კონდიციონერების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და შეკეთება;
  • სარეცხი მანქანებისა და მაცივრების ტექნიკური მომსახურება;
  • ადგილზე გასვლითი სერვისის განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა და ტექნიკური უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "მატექს ჯორჯიამ" (VESTEL) და "Manamo Home"-მა დაამუშაონ თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით და შეინახონ ისინი კანონმდებლობით დადგენილი ვადით. თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნეს ჰოლდინგში შემავალ სხვა მსგავს პოზიციებზეც.
29 მაისი - 28 ივნისი