სტანდარტული

მაღაზიის მენეჯერი - MAQMA - ბათუმი

29 მაისი - 28 ივნისი
დეტალები
მისამართი
ბათუმი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ახალი ბრენდის — MAQMA — პირველი ფილიალისთვის ბათუმში.

MAQMA წარმოადგენს ახალ საცალო კონცეფციას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ტექსტილისა და ტექნიკის მიმართულებებს.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ ფილიალის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს გუნდს და უზრუნველყოფს მაღაზიის ეფექტურ ოპერირებას.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
  • სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 40 სამუშაო საათი

ძირითადი მოვალეობები:


  • მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
  • გუნდის მართვა, მოტივაცია და განვითარება;
  • გაყიდვების მიზნების შესრულებისა და გაზრდის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტის შენარჩუნება;
  • პროდუქციის სწორად განთავსებისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი;
  • მარაგების მართვა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
  • გაყიდვების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საცალო გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ლიდერული უნარები;
  • გაყიდვებზე და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
29 მაისი - 28 ივნისი