პრემიუმი

ბუღალტერი

03 ივნისი - 03 ივლისი
დეტალები
მისამართი
სანდრო ეულის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 6 ფილიალს საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი). კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.
 
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ამოცანები:

  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • ყოველდღიური საბანკო გადარიცხვებისა (ადგილობრივი, საერთაშორისო) და ოპერაციების განხორციელება;
  • პარტნიორ კომპანიებთან ფინანსური ოპერაციებისა და შედარებების დროული შესრულება;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია ინგლისური ენის მინ. B2 დონეზე ფლობა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ბუღალტრულ პროგრამის - ORIS-ს ცოდნა;
  • შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (RS.GE) მუშაობის გამოცდილება.
  • MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:


  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2, მზიურის ბიზნეს ცენტრი;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00 სთ;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

რას გთავაზობთ ჩვენ:


  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპეციალური ფასდაკლებები;
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
  • მზარდი ანაზღაურება
  • სხვა ბენეფიტები.

 

კატეგორია
ადმინისტრაცია
მისამართი
სანდრო ეულის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
03 ივნისი - 03 ივლისი