სუპერმარკეტების ქსელი "კალათა" წარმოადგენს "დეილი ჯგუფის" დისქაუნთერ საცალო ბრენდს, რომელიც საქართველოში 200-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს. ბრენდის მიზანია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასებისა და კომფორტული მომსახურების შეთავაზება, ხოლო გუნდის წევრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნა. ბრენდი აქტიურად ფართოვდება და ხსნის ახალ ფილიალებს რეგიონებში, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობებსა და ხელს უწყობს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას.
"კალათაში" განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას.
ჩვენთვის მნიშნველოვანია თანამშრომლებს შევთავაზოთ გამარტივებული სამუშაო პროცესები, მხარდაჭერა და კომფორტული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მონაცემები ან დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონზე: 511 542 296;
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.