standart

გაყიდვების სპეციალისტი - ბათუმი

11 ივნისი - 11 ივლისი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს VitrA-ს (აბაზანის სანტექნიკა-ინვენტარის) შოურუმისთვის.

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 1
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსები
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00- 19:00 საათამდე (დასვენების დღეების შეთანხმებით)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია - მომხმარებლისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა შეთავაზება;
  • ინფორმაციის სწორად აღრიცხვა 1C პროგრამაში;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია, ჩაითვლება უპირატესობად);
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
  • კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
  • შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას;
  • მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას;
  • ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს.
კატეგორია
გაყიდვები
მომხმარებელთან ურთიერთობები
სლოგანი
შექმენი შენი ოცნების აბაზანა
სოციალური ქსელები
11 ივნისი - 11 ივლისი