რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.
რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადას" მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაო განაკვეთი: სრული.
ფუნქცია-მოვალეობები:
ცვლაში ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
სტუმრების მომსახურება, მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორინგი;
დაქვემდებარებული პერსონალის მართვა:
*გეგმური ინვენტარიზაციის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად და ნაშთების კონტროლი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ლიდერული უნარები
კომუნიკაბელურობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
კომფორტულ სამუშაო გარემოს;
50%-იან ფასდაკლებას "სტრადას" სრულ მენიუზე, სამუშაო დღის განმავლობაში;
ღამის საათებში, სახლამდე უფასო ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აგავა"-ს მიერ, უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ხორციელდება მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება 1 წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. კომპანია გმობს და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.