რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
"სტრადას" მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.
მოთხოვნა: ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ენერგიული;
კომუნიკაბელური;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
*დეტალებზე ორიენტირებული;
დროის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აგავა"-ს მიერ, უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ხორციელდება მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება 1 წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. კომპანია გმობს და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.