კაფე "რედ ველვეტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მზარეულის პოზიციაზე. რედ ველვეტი არის მყუდრო და თანამედროვე კაფე, რომელსაც უკვე ჰყავს თავისი მუდმივი მომხმარებელი და აქვს ჩამოყალიბებული (შემუშავებული) რეცეპტურა. მენიუ შედგება ქართულ/ევროპული დაინინგის სტილის კერძებისგან.
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული განაკვეთი;
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: 3000 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- ცივი/ცხელი/საცხობი კერძების მომზადება (მათ შორის ფურშეტული კერძების);
- სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის მართვა;
- სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;
- მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის;
- სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება;
- სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება;
- სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობის უნარები;
- ორგანიზებულობა, დისციპლინა.
PS. ა
მ ეტაპზე ვეძებთ მთავარ მზარეულს, რომელიც შეძლებს არსებული რეცეპტურისა და სამუშაო პროცესის სწორად მართვას, ხარისხის სტაბილურად შენარჩუნებას და გუნდთან ადეკვატურ, მშვიდ და პასუხისმგებლიან თანამშრომლობას.
ჩვენი მხრიდან კანდიდატს ექნება სრული ხელშეწყობა, მხარდაჭერა და ადაპტაციისთვის საჭირო დრო. გვესმის, რომ ახალ გარემოში შესვლისას შეიძლება იყოს შეცდომებიც — ჩვენთვის მთავარია კანდიდატი იყოს პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური, განვითარებაზე ორიენტირებული და ადამიანურად ადეკვატური.
შერჩეულ კანდიდატთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლებელია შეთანხმდეს 1 ან 2-დღიანი სატესტო სამუშაო პერიოდი, რომელიც, ანაზღაურებადი იქნება. სატესტო დღეების მიზანია, ორივე მხარემ უკეთ შეაფასოს სამუშაო პროცესი, გარემო და თანამშრომლობის პოტენციალი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ან დაგვირეკეთ 555 63 84 60 ნომერზე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.