ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- მობინადრეთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა.
- მობინადრეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა;
- უკუკავშირის შეგროვება, მათი საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება, შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება.
- მობინადრეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ;
- მობინადრეებისგან შემოსული სატელეფონო ზარების, წერილობითი მიმართვებისა და სხვა სახის შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი და დროული რეაგირება;
- მობინადრეთა შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- მობინადრეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- სამეზობლოს ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმების მართვა;
- საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების კოორდინირება და ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა;
- მოვლა-პატრონობის სერვისებთან დაკავშირებული გადახდების მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და მობინადრეებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
- პორტფელში არსებულ ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 17 ივლისის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.