"ნეო ქართული ჯგუფი"აცხადებს ვაკანსიას კიბერუსაფრთხოების ინჟინრის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი:
კომპანიის ინფრასტრუქტურაში არსებული კომპიუტერული სისტემების, სერვერების, ქსელისა და ციფრული სერვისების დაცვა კიბერთავდასხმების, მონაცემთა გაჟონვისა და არაავტორიზებული წვდომისგან, უსაფრთხოების კონტროლების დანერგვის, კონფიგურაციის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების არქიტექტურის მუდმივი გაუმჯობესების გზით
ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მწარმოებლებთან კომუნიკაცია ტექნიკური მიმართულებით
სერვერების, საბოლოო სადგურების, ქსელური მოწყობილობებისა და ღრუბლოვანი გარემოს უსაფრთხო კონფიგურაციის საბაზისო მოთხოვნების შემუშავება
კომპანიაში არსებულ IT ინფრასტრუქტურის სერვერებისა და ქსელური მოწყობილობებზე მოწყვლადობების რეგულარული სკანირების ჩატარება და აღმოჩენილი სისუსტეების პრიორიტეტიზაცია
ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ხელსაწყოების კონფიგურაცია და მონიტორინგი
უსაფრთხოების კონტროლების სისტემებიდან ლოგების SIEM-ში მიწოდების უზრუნველყოფა
კიბერუსაფრთხოების ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მყისიერი რეაგირების მოხდენა და პრევენციული ზომების მიღება
ინციდენტის ძირეული მიზეზის ანალიზის (RCA - Root Cause Analysis) ჩატარებაში სრული ჩართულობა
ინციდენტის განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭირო მაკორექტირებელი და პრევენციული ზომების მიღება
ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენებზე/ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება დადგენილი სამოქმედო გეგმების (playbooks/runbooks) მიხედვით და საწყისი შემაკავებელი ქმედებების განხორციელება
ახალი სისტემების, სერვისებისა და ინფრასტრუქტურული ცვლილებების დაგეგმვის ეტაპზე უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საჭირო ტექნიკური კონტროლების განსაზღვრა უსაფრთხო დიზაინის (security-by-design) პრინციპების გათვალისწინებით
განმეორებადი ტექნიკური ამოცანების ავტომატიზაცია სკრიპტების გამოყენებით
კიბერუსაფრთხოების ინციდენტების შესახებ შეტყობინებებისა და ანგარიშგების მომზადება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად
დაკავშირებულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის შეზღუდვისა და დაზიანებული სისტემების დროულად აღდგენის უზრუნველსაყოფად;
სიმულაციური ტესტების/სავარჯიშოების შედგენაში მონაწილეობის მიღება
ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ კომპანიის თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება
ხელმძღვანელის ინფორმირება არსებული/გავრცელებული აქტუალური შეტევის მეთოდებზე და მოსალოდნელი საფრთხეების ტენდენციებზე, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენონ კომპანიაში არსებულ სისტემებს.
შესრულებული სამუშაოების შესახებ სათანადო ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა
სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 3 წლის გამოცდილება კიბერუსაფრთხოების ინჟინერიის ან უსაფრთხოებაზე ორიენტირებული IT-ინფრასტრუქტურის როლში
უსაფრთხოების კონტროლების დანერგვისა და ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება
კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების და მისი მწარმოებლების, პროტოკოლების, ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვის საფუძვლიანი ცოდნა.
ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის პრაქტიკული ცოდნა (routing, switching, Windows, Linux, VMware, Active Directory) ისეთ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების კონტროლების სწორად დანერგვასა და კონფიგურაციას.
სერვერების, ქსელური მოწყობილობებისა და საბოლოო სადგურების hardening-ისა და უსაფრთხო კონფიგურაციის ცოდნა (მაგ. CIS Benchmarks)
სკრიპტების წერისა და ავტომატიზაციის ცოდნა
უნარები:
საკითხის გამოკვლევისა და დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
პრობლემის გადაჭრის უნარი;
კარგი საკომუნიკაციო უნარები;
გუნდურად მუშაობის უნარი და თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა;
გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა.
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სისწრაფე და ოპერატიულობა;
ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე