standart

დოკუმენტების მმართველი

18 ივნისი - 18 ივლისი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

დეველოპერული კომპანია "Loft Towers" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტების მმართველის (Document Control / Online Documentation Specialist) პოზიციაზე.

პროექტი: Wyndham Garden Kobuleti

ძირითადი მოვალეობები:

  •  შემოსული ინვოისებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია;
  • დოკუმენტების სწორად კლასიფიკაცია, კატეგორიზაცია და დამუშავება;
  •  ელექტრონული და ფიზიკური დოკუმენტაციის მოწესრიგებული არქივირების უზრუნველყოფა;
  •  დოკუმენტების შესაბამის დეპარტამენტებსა და პასუხისმგებელ პირებთან დროული გადაგზავნა;
  •  დოკუმენტბრუნვის პროცესის მონიტორინგი და ადმინისტრირება;
  •  ელექტრონული დოკუმენტაციის ბაზის სიზუსტისა და სრულყოფილების უზრუნველყოფა;
  • შიდა პროცედურებისა და დოკუმენტბრუნვის სტანდარტების დაცვა;
  • ხელმძღვანელობისთვის საჭირო ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება;
  • პროექტის ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა დოკუმენტაციის მართვის მიმართულებით.
მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, დოკუმენტების მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და წერითი დონე) - სავალდებულოა;
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office Package, Outlook, Excel) ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  •  სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • საერთაშორისო სასტუმრო პროექტში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მრავალფუნქციურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

ლოკაცია: ბათუმი

 გთხოვთ, წერილის სათაურად აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: Document Control / Online Documentation Specialist.

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენს განაცხადს!
18 ივნისი - 18 ივლისი