standart
საინვესტიციო პროექტის იურისტი
18 June - 18 July
Apply now
Details
Address
Ajaria
₾
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Vacancy description
დეველოპერული კომპანია "Loft Towers"
აცხადებს ვაკანსიას
საინვესტიციო პროექტის იურისტის
პოზიციაზე.
პროექტი: Wyndham Garden Kobuleti
ძირითადი მოვალეობები:
პროექტის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა და იურიდიული ზედამხედველობა;
სამშენებლო, საინვესტიციო და კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, შემოწმება და მოლაპარაკება;
კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და ინვესტორებთან სამართლებრივი ურთიერთობების მართვა;
უძრავი ქონების დოკუმენტაციის შემოწმება, რეგისტრაცია და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
სამშენებლო ნებართვებთან და სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია;
სამართლებრივი რისკების ანალიზი და მათი მინიმიზაცია;
დავების, პრეტენზიების და მოლაპარაკებების სამართლებრივი მართვა;
პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
ბრენდირებული სასტუმროს ოპერაციული სამართლებრივი მხარდაჭერა (hotel management / franchise / branding agreements);
საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი.
მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
მინიმუმ 4-6 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში (სასურველია სამშენებლო, დეველოპერულ ან უძრავი ქონების პროექტებში;)
სამოქალაქო, სახელშეკრულებო, სამშენებლო და ადმინისტრაციული სამართლის ღრმა ცოდნა;
უძრავი ქონებისა და სასტუმრო ინდუსტრიის სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;
ბრენდირებულ სასტუმროებთან მუშაობის გამოცდილება (management / franchise agreements);
ხელშეკრულებების დამოუკიდებლად შედგენა და მოლაპარაკებების წარმოება
საინვესტიციო და სამშენებლო პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერის გამოცდილება;
სახელმწიფო უწყებებთან მუშაობის გამოცდილება;
სამართლებრივი რისკების ანალიზი და პრევენციული გადაწყვეტილებების მიღება;
დავების მართვისა და სასამართლო/არბიტრაჟის პროცესების გამოცდილება;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და პასუხისმგებლობის უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად;
სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
უნიკალურ გამოცდილებას როგორც დეველოპერულ, ისე სასტუმრო ინდუსტრიაში;
კარიერულ ზრდას Loft Towers-ის მიმდინარე და მომავალ პროექტებში.
ლოკაცია:
ბათუმი
გთხოვთ, წერილის სათაურად აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: Investment Project Lawyer.
გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენს განაცხადს!
Loft Towers
About Company
18 June - 18 July
Apply now