standart

უძრავი ქონების აგენტი

20 July - 23 July
Details
Address
6 ჯანო ბაგრატიონის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

უძრავი ქონების სააგენტო "Finders" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტი პოზიციაზე.

შესაძლებლობა გაქვთ, შემოუერთდეთ გამოცდილ გაყიდვების გუნდს, აითვისოთ ახალი პროფესია, ან განავითაროთ თქვენი, უკვე არსებული, უნარები. ჩვენთან თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა, შესაბამისად დანახული და დაფასებული იქნება.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი/გარე ლოკაციები
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 + ბონუსი (მოსალოდნელი ანაზღაურება 4000+ ლარი
სტაჟირების პერიოდი: 2 თვე

სამუშაოს აღწერა:

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება, პოტენციურ კლიენტებთან, უშუალოდ გასაყიდ/გასაქირავებელ ობიექტზე შეხვედრა, პროექტის წარდგენა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა, მსგავსი ვარიანტების შეთავაზება და პოტენციურ კლიენტთან ურთიერთობის გაგრძელება, ქეისის დახურვამდე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • უძრავი ქონების ყიდვით ან ქირაობით დაინტერესებული ადამიანების მოძიება
  • უძრავი ქონების გაყიდვით ან გაქირავებით დაინტერესებულ ადამიანებთან მოლაპარაკება
  • ბინის შეძენით ან ქირაობით დაინტეერსებულ ადამიანებთან სატელეფონო კომუნიკაცია
  • პოტენციური კლიენტებისთვის შეხვედრების ორგანიზება
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და უძრავი ქონების პრეზენტაცია
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, ქეისის დახურვამდე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
პერსონალური თვისებები:

  • პუნქტუალურობა
  • შრომის შინაგანი ეთიკა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • მომხმარებლის საჭიროების გაგებისა და გააზრების უნარი
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
ჩვენი უპირატესობები:

  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება
  • სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფა
  • სტაბილურობის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის
  • ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო

გთხოვთ, 30 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Location
6 ჯანო ბაგრატიონის ქუჩა, თბილისი 4010, საქართველო
20 July - 23 July