standart

იურისტი

24 ივნისი - 24 ივლისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"Legal Experts Of Georgia" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შრომის ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი.
  • კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
  • კომპანიის დირექტორის მიერ მიცემული სხვა, პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება).
  • იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი სავალდებულოა (ი.გ იურისტად და არა სტაჟიორად მუშაობის გამოცდილება).
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
24 ივნისი - 24 ივლისი