შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიასმედდის დამხმარისპოზიციაზე. სავალდებულო მოთხოვნა: საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).
ძირითადი მოვალეობები:
ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში.
პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა მედდის და სანიტრის ჩართულობით.
პაციენტის ზედამხედველობა და კვებაში დახმარება.
ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
კომუნიკაბელურობა;
გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
სხარტი მოქმედების უნარი;
ორგანიზებულობა და ენერგიულობა.
სამუშაო საათები: ცვლებით. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164